понедельник, 16 июля 2018 г.

კურსის რეფლექსია


ტყე შეუნახე შვილებსა
2018  წლის 28 ივნისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ   მე თოდით სწავლებით ჩემს მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. შევქმენით ჩვენი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პორტფოლიოს წარმოებაზე.    ტრენინგის პარალელურად დაგეგმილი მქონდა კლასში პროექტი ,,მე და მცენარეთა სამყარო ,", რომელსაც ბავშვებთან ერთად შეძლებისდაგვარად დავამუშავებთ მოკლე დროში. ტრენინგის კურსი საინტერესო და სასიამოვნო იყო, რაც ტრენერის, ნათია ცინცაძის, დამსახურებაა. გმადლობთ მოთმინებისათვის. იმედია აქ ნასწავლს გამოვიყენებ პრაქტიკაში და საგაკვეთილო პროცესი გახდება  უფრო საინტერესო, უფრო აქტიური და ტექნიკურად გამართული.

суббота, 14 июля 2018 г.

დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ გეგმები და მივეცით უკუკავშირი. განვიხილეთ მე-6 მოდული. ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითრეგულაციაზე, კლასში არსებულ მოსწავლეთა კატეგორიაზე. თუ როგორ უნდა ჩავრთოთ პროექტში და როგორი სირთულის დავალებები მივაწოდოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, არაქართულენოვან მოსწავლეებს და ნიჭიერ მოსწავლეებს. გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, ჯგუფების შექმნის სტრატეგიებს.ტრენინგის მერვე დღე ისევე საინტერესო იყო, როგორც დანარჩენი სხვები.

вторник, 10 июля 2018 г.

ტრენინგი მეშვიდე დღე დაიწყო დავალებების განხილვით . ვიმსჯელეთ თითოეული მასწავლებლის ნამუშევრის შესახებ , გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები გეგმებთან  და პრეზენტაციებთან დაკავშირებით.
       ტრენინგის თემა იყო მეხუთე მოდული ( მოსწავლეთა პროექტის შეფასება) საკითხი   განმავითარებელი შეფასება .  შევავსეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების  რეფლექსია   ვიმუშავეთ რუბრიკებისა და ჩეკლისტების შექმნაზე.  ასევე  შევქმენით ჩვენი თემიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკები.
             ვისწავლეთ  ფაილის, პრეზენტაციის  დისკიდან ბლოგზე ჩაშენება.

понедельник, 9 июля 2018 г.

მე-6 დღის რეფლექსია
            დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო: განვიხილეთ მე-4 მოდულის საკითხები , განსაკუთრებითმოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშები.
       
  • გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი,
  •  განვიხილეთ თუ როგორ შეძლონ მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.
  • ვისწავლეთ PowerPoint-ში სლაიდების მომზადება.
         ნელ-ნელა  გაუგებარი საკითხები  გასაგები და ნათელი ხდება. 

пятница, 6 июля 2018 г.

მე-5 დღის რეფლექსია
      განვიხილეთ  მე-3 მოდულის უკუკავშირი. ჩამოვტვირთეთ მცენარეების, ტყის, ვიდეო მასალა., რომელიც მოვათავსეთ საავტორო უფლებების ფურცელზე და შემდეგ ყველაფერი სურათების საქაღალდეში. განვიხილეთ საავტორო უფლებები და შევამოწმეთ ჩვენი  ცოდნა ამ მხრივ  ტესტირების სახით.

вторник, 3 июля 2018 г.

მე-4 დღე
            დღეს ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო გეგმის შეფასებების კრიტერიუმებზე, გავიგე თუ როგორ უნდა შევიმუშავო შეფასების  რუბრიკა,  ჩემი თემის მიხედვით შევარჩიო მეთოდები და  ინსტრუმენტები და ასევე გავაკეთო მისი ჩანაწერი.
     გავაკეთეთ  ასევე გონებრივი იერიშის, ცნების რუკები ვორდის ფორმატზე და იმედი მაქვს ,რომ ეს ყველაფერი დამეხმარება  ჩემი პროექტის გეგმის დასრულებაში.

понедельник, 2 июля 2018 г.

მესამე დღე: ეს დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგანაც  ის საკითხები ,რომელიც მეგონა ,რომ  ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო, აღმოჩნდა ცოტა ბუნდოვანი. ამ ტრენინგმა ნათლად დამანახა და მასწავლა  კითხვების დასმის ტექნიკა,ანუ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სწორად ჩამოყალიბება.პროექტებით სწავლების გვერდზე  სხავდასხვა მაგალითების განხილვით მომეცა საშუალება ,რომ პროექტის გეგმა სწორად გავწერო.ვიმედოვნებ სწორად გავაკეთებ ყველაფერს ტრენერის დახმარებით.