|
ტყე შეუნახე შვილებსა |
2018 წლის 28 ივნისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მე თოდით სწავლებით ჩემს მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. შევქმენით ჩვენი
საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პორტფოლიოს წარმოებაზე. ტრენინგის პარალელურად დაგეგმილი მქონდა კლასში პროექტი ,,მე და მცენარეთა სამყარო ,", რომელსაც ბავშვებთან ერთად შეძლებისდაგვარად დავამუშავებთ მოკლე დროში. ტრენინგის კურსი საინტერესო და სასიამოვნო იყო, რაც ტრენერის, ნათია ცინცაძის, დამსახურებაა.
გმადლობთ მოთმინებისათვის. იმედია აქ ნასწავლს გამოვიყენებ პრაქტიკაში და საგაკვეთილო პროცესი გახდება უფრო საინტერესო, უფრო აქტიური და ტექნიკურად გამართული.
Комментариев нет:
Отправить комментарий